logo_geo
eng_logo
ნუნუ მიცკევიჩი ქუთაისის საგამოცდო ცენტრებს ეწვია
- +

10 ივლისი. 2021. 11:12

 

 

იმერეთის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა ქუთაისის საგამოცდო ცენტრები მოინახულა და ეროვნული გამოცდების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.

 

მინისტრის მოადგილემ აბიტურიენტებს წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ რთული სასწავლო წლის მიუხედავად, სასურველ უნივერსიტეტში ჩაბარებას თითოეული მათგანი წარმატებით შეძლებს. მისივე თქმით, 2021 წელს დამატებითი საგამოცდო სესიები ჩატარდება იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებიც კოვიდინფექციის გამო გამოცდაზე ვერ გამოცხადდნენ. თითოეულ საგამოცდო საგანში დამატებითი გამოცდა დაინიშნება არაუადრეს 2 კვირისა.

 

საგულისხმოა, რომ საგამოცდო პროცესი პირველ ივლისს დაიწყო და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების სრული დაცვით ამ დრომდე შეუფერხებლად მიმდინარეობს. საქართველოს მასშტაბით გახსნილია 25 საგამოცდო ცენტრი. კერძოდ, ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თბილისში, რუსთავში, თელავსა და ხულოში.

 

საგამოცდო ცენტრები გახსნილია ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თბილისში, რუსთავში, თელავსა და ხულოში.

 

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო, 14 ივლისიდან კი პროცესში მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველი პირები ჩაერთვებიან. 28 ივლისს სტუდენტთა საგრანტო კონკურსი ჩატარდება, ხოლო საერთო სამაგისტრო გამოცდას მაგისტრანტობის კანდიდატები 27-30 ივლისს ჩააბარებენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner