logo_geo
eng_logo
კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა
- +

10 ივლისი. 2021. 11:14

 

 

კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა. შემთხვევა გუშინ, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში მოხდა.

 

თვითმხილველების ინფორმაციით, 40 წლამდე ქალი საკუთარ საცხოვრებელ სახლთან იდგა, რა დროსაც მას მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმების გამო ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

 

საქმეზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner