logo_geo
eng_logo
პოლიციამ ბათუმში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
- +

10 ივლისი. 2021. 11:21

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად,1991 წელს დაბადებული ზ.კ. დააკავეს.

 

მას ძალადობასა და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებაში ედება ბრალი.

დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 9 ივლისს, ბათუმში, ვაჟა ფშაველას ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, 1967 წელს დაბადებულ ს.ა.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო იმავე ტერიტორიაზე მყოფი 1986 წელს დაბადებული გ.შ. ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა. დაჭრილი მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პოლიციამ ზ.კ. მომხდარიდან რამდენიმე საათში - ცხელ კვალზე დააკავა.

 

ძალადობისა და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე და 118-ე მუხლებით მიმდინარეობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner