„საქართველოს რკინიგზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დაჩი ცაგურია ორსართულიანი შტადლერის ფირმის მატარებლის შესახებ წერს:
„ჩვენი ახალი შვეიცარიული ორსართულიანი მატარებლების სატესტო გამოცდა წარმატებით მიმდინარეობს.
შტადლერ ქისი ძალიან მალე მოემსახურება მგზავრებს. მაგრად უხდება ჩემს ულამაზეს ქვეყანას ასეთი ლამაზი რაღაცეები."- წერს ცაგურია.