logo_geo
eng_logo
ლერი ხაბელოვი: მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს ქართულ სპორტზე ზრუნვისთვის
- +

10 ივლისი. 2021. 11:28

 

 

„ოლიმპიური პარკი, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, ბატონი ირაკლის დიდი მხარდაჭერით შეიქმნა. მადლობა მას ქართულ სპორტზე ზრუნვისთვის“, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, ლერი ხაბელოვმა ოლიმპიური და პარალიმპიური დელეგაციის ფიცის დადებისა და გაცილების ცერემონიაზე.

 

მისივე თქმით, კორონავირუსის პანდემია, მსოფლიო სპორტისთვის, უდიდესი გამოწვევა იყო, რის გამოც, მსოფლიო ოლიმპიადა გასულ წელს ვერ ჩატარდა.

 

„ყველამ ერთად, მიზანმიმართულად, ხელისუფლების მხარდაჭერით, შედარებით ნაკლები დანაკარგით გავიარეთ ეს პერიოდი. ამ ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო 35 სპორტსმენით წარდგება სპორტის 11 სახეობაში. ჩვენი გუნდის შემადგენლობაში არაერთი გამოცდილი და ტიტულოვანი სპორტსმენია, რომელთაც ოლიმპიური მედლისთვის ბრძოლა შეუძლიათ. ეს იმას ნიშნავს, რომ სავსებით რეალურია ჩვენი ოპტიმისტური მოლოდინი ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს ყველა შესაძლებლობა და რესურსი იმისთვის, რომ გადავდგათ მორიგი ნაბიჯი და გავაუმჯობესოთ წინა ოლიმპიადის შედეგი“, - აღნიშნა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა.

 

დელეგაციის ფიცის დადებისა და გაცილების ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, დედაქალაქის მერი კახა კალაძე, იაპონიის ელჩი იმამურა აკირა და მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები ესწრებიან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner