logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: მთავრობის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური ჩემპიონი ერთ მილიონ ლარს მიიღებს
- +

10 ივლისი. 2021. 11:42

 

 

„მთავრობის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური ჩემპიონი ერთ მილიონ ლარს მიიღებს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ოლიმპიურ პარკში, ოლიმპიური და პარალიმპიური დელეგაციის ფიცის დადებისა და გაცილების ცერემონიაზე განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურმა სპორტსმენებს წარმატებული ასპარეზობა უსურვა.

 

„ჩემთვის დიდი პატივია თქვენ წინაშე გამოსვლა. დღეს ყველა ერთად აღვნიშნავთ ამ დიდებულ დღეს. ჩვენთვის დიდი პატივია თქვენი გაცილება ტოკიოში. გიყურებთ რა თქვენ, კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ჩვენ ვართ ჩემპიონების ერი. ვართ პატარა ერი, მაგრამ გვყავს ამდენი ნიჭიერი, სასახელო სპორტსმენი. რა თქმა უნდა, ერთი მხრივ, ეს არის ძალიან დიდი წყალობა, მეორე მხრივ, მინდა გითხრათ, რომ ახლა თქვენ მთელი ერი შემოგცქერით. მჯერა, რომ თქვენ, გამოხვალთ რა ჩვენი დროშის ქვეშ, ტოკიოში ძალიან ბევრჯერ მოვისმენთ საქართველოს ჰიმნს. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. მინდა, ყველას გისურვოთ გამარჯვება, წარმატებები და ბოლოს, მინდა გაცნობოთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური ჩემპიონი ერთ მილიონ ლარს მიიღებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

დელეგაციის ფიცის დადებისა და გაცილების ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, დედაქალაქის მერი კახა კალაძე, იაპონიის ელჩი იმამურა აკირა და მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენები ესწრებიან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner