ციხისძირში მდებარე ყოფილი დასასვენებელი სახლის - შუქურას სარეაბილიტაციო და სარესტავრაციო სამუშაოს პირველი ეტაპი დასრულდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ დასასვენებელი სივრცე დაათვალიერა.
შუქურას სარეაბილიტაციო სამუშაო ადგილის ისტორიის, არქიტექტურისა და უნიკალური ლანდშაფტის შენარჩუნებით ჩატარდა. პროექტის ფარგლებში, ეტაპობრივად გაიხსნება სასტუმრო და დასასვენებელი სივრცე.
პროექტში 100 თანამშრომელია დასაქმებული და კომპანია, კიდევ 100 თანამშრომლის დასაქმებას გეგმავს.
ციხისძირის პროექტის პარალელურად, აჭარა ჯგუფი, ძველი ბათუმის ისტორიულ ნაწილში ახალი სასტუმროს პროექტზე - Rooms Batumi-ზე მუშაობს, რომელიც 2022 წლის ზაფხულიდან ქართველ და უცხოელ სტუმრებს უმასპინძლებს. შედეგად, დამატებით 250-ზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება.