logo_geo
eng_logo
პრემიერი თავდაცვის მინისტრის პოსტზე კახიშვილისა და სესიაშვილის კანდიდატურების განხილვას არ ადასტურებს
- +

20 ივლისი. 2016. 23:17



გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის პოსტზე ირაკლი სესიაშვილისა და კახი კახიშვილის კანდიდატურები განიხილება, გიორგი კვირიკაშვილი არ ადასტურებს.



ამის შესახებ პრემიერ- მინისტრმა ჟურნაისტებთან საუბარში განაცხადა:


„ირაკლი სესიაშვილი არის ძალიან ღირებული იქ, სადაც ის ახლა მოღვაწეობს, სავარაუდოდ ის იქნება მაჟორიტარობის კანდიდატი. რაც შეეხება კახა კახიშვილს, ის არის ძალიან კარგი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი და ვფიქრობ, რომ მისი გამოცდილება არის ძალიან ღირებული იქ, სადაც ის დღეს მუშაობს",- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


პრემიერის განცხადებით  თავდაცვის მინისტრის კანდიდატურაზე კონსულტაციები გრძელდება, თუმცა არა ამ ორ კანდიდატთან დაკავშირებით.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner