ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვემო ვაშლოვანში ახალი პროფილური (საბუნებისმეტყველო, გაძლიერებული ინგლისური ენის სწავლებით) საჯარო სკოლა აშენდება. პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია სკოლის ძირითადი შენობისა და საცხოვრებელი კამპუსის მშენებლობა, ლაბორატორიებით და შესაბამისი ინვენტარით აღჭურვა, ღია მოედნის მოწყობა, სამაყურებლო ტრიბუნებით, ტერიტორიის სრული კეთილმოწყობა.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე კონკურსი გამოაცხადა. სამშენებლო სამუშაოების დაწყებაც მიმდინარე წელს არის დაგეგმილი.