logo_geo
eng_logo
„თბილისი პრაიდის“ ოფისში შეჭრისთვის დაკავებულ 3 პირს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა
- +

10 ივლისი. 2021. 15:50

 

 

„თბილისი პრაიდის“ ოფისში შეჭრისთვის დაკავებულებს - ალიკა ალაზოვს, გიორგი ოძელაშვილსა და გიორგი ელისბარაშვილს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეეფარდა.

 

დაცვის მხარე კი დაკავებულების 2000 და 5000-5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა,თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, თეიმურაზ სიხარულიძემ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა.

 

ბრალდებულები წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ. ბრალდებულ გიორგი ოძელაშვილის განცხადებით, ის დროებით თავს იკავებს პოზიციის დაფიქსირებისგან და დუმილის უფლებას იყენებს. ალიკა ალაზოვი და გიორგი ელისბარაშვილი კი აცხადებენ, რომ ისინი თავს დამნაშავედ არ ცნობენ.

 

„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები 5 ივნისს „პრაიდის“ ორგანიზატორების ოფისში შეიჭრნენ, დაიკავეს აივანი, ჩამოხსნეს ლგბტ თემის შვიდფერიანი დროშა და საქართველოს დროშა აღმართეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner