იმერეთში დღეს ქართული ოცნების 4 მაჟორიტარი კანდიდატი დასახელდა. ოთხივე კანდიდატი ამომრჩეველს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა წარუდგინა.
ზესტაფონში „ქართული ოცნების" სახელით შალვა კიკნაველიძე...
ხარაგაულში -კობა ლურსმანაშვილი...
ჭიათურაში- სულხან მახათაძე...
საჩხერეში- პაატა კვიჟინაძე იბრძოლებენ.
„დღეს ჩვენ ოთხ რაიონში წარვადგინეთ მაჟორიტარები- ხარაგაული, ზესტაფონი, ჭიათურა და საჩხერე. ოთხივე კანდიდატი არის გამორჩეული და ღირსეული. კანდიდატები, რომლებიც მთლიანად იმერეთში წარვადგინეთ, იქნებიან გამარჯვებულები",-აღნიშნა პარტიის თავმჯდომარემ.