logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი: დღეს განდის ღირებულებები და ფილოსოფია ისეთივე მნიშვნელოვანი და აქტუალურია, როგორც გასული ათწლეულების განმავლობაში იყო
- +

10 ივლისი. 2021. 19:11

 

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, ინდოელ კოლეგასთან, სუბრაჰმანიამ ჯაიშანკართან ერთად, თბილისში, ალექსიძის ქუჩაზე მდებარე სკვერში, ინდოეთის ეროვნულ განმათავისუფლებელი და არაძალადობრივი მოძრაობის ლიდერის, სახელმწიფო მოღვაწის, მაჰათმა განდის ძეგლი გახსნა.

 

„დღეს განდის ღირებულებები და ფილოსოფია ისეთივე მნიშვნელოვანი და აქტუალურია, როგორც გასული ათწლეულების განმავლობაში იყო, რადგან ჩვენ კვლავ ვხედავთ მსოფლიოში ძალადობას, რადიკალიზმს, რასიზმს, შეუწყნარებლობას. მსგავსი გამოწვევები საერთაშორისო ცივილიზებული საზოგადოების დღის წესრიგშია. ასეთ ვითარებაში, უაღრესად აქტუალურ დატვირთვას იძენს მაჰათმა განდის მშვიდობისა და არაძალადობრივი იდეოლოგიის გლობალიზაცია. მინდა, სიამაყით გავუსვა ხაზი, რომ საქართველო, პრაქტიკულად, პირველივე დღეებიდან, ჩართულია საიუბილეო თარიღის აღნიშვნაში. იუბილეს ფარგლებში, არაერთი ღონისძიება განხორციელდა, რომელთა დაგვირგვინებაა დღევანდელი მოვლენა და მაჰათმა განდის ძეგლის გახსნა თბილისის ამ ერთ-ერთ ულამაზეს სკვერში“, - განაცხადა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ძეგლის გახსნის შემდეგ.

 

ძეგლის გახსნა განდის 150 წლის იუბილეს ეძღვნება. ნამუშევარი, რომლის ავტორია ინდოელი მოქანდაკე გაუტამ პალი, ინდოეთის მხარემ საქართველოს საჩუქრად გადმოსცა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner