საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, სამების საკათედრო ტაძარში ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების მიბრძანების ცერემონიას დაესწრო, რომელიც საქართველოში ინდოეთის მთავრობის გადაწყვეტილებით ჩამოაბრძანეს.
საქართველოს პრეზიდენტმა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების გადმოსვენების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა რომ ამ ფაქტს ჩვენი ქვეყნის, ეკლესიისა და საზოგადოებისათვის მრავალმხრივი დატვირთვა აქვს, რომელიც მოთმინების, გამძლეობის, შემწყნარებლობისა და ტოლერანტობის სიმბოლოს მატარებელია.
სიწმინდის საქართველოსთვის საჩუქრად გადმოცემის ცერემონიასა და სამადლობელ პარაკლისს სამების საკათედრო ტაძარში მრევლთან და სამღვდელოებასთან ერთად, პარაკლისს პრემიერი და საქართველოს მთავრობის წევრებიც დაესწრნენ.