logo_geo
eng_logo
ლიეტუვა ბელარუსის საზღვართან მავთულხლართს ავლებს
- +

10 ივლისი. 2021. 20:59

 

 

ლიეტუვა ბელარუსის საზღვართან მავთულხლართს ავლებს.

 

ქვეყანამ პირველი 500-მეტრი ეკლიანი მავთული ორი ქვეყნის საზღვარზე უკვე გაავლო. საქმე იმაშია, რომ ბელარუსიდან ბალტიისპირეთის რესპუბლიკაში არალეგალი მიგრანტების მასიური გადასვლა დაიწყო.

 

გეგმის თანახმად, ლიეტუვა ბელარუსის საზღვართან 550 კილომეტრის მავთულხლართის ღობეს გაავლებს.

 

ამასთან, ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო საზღვარზე კედლის აშენებასაც მიზანშეწონილად მიიჩნევს და მისი განხორციელების შემთხვევაში, მეზობელ ბელარუსის საზღვართან მსგავსი კედლის აშენება, დაახლოებით, 41 მილიონი ევრო დაჯდება.

 

მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე, ლიეტუვაში ბელარუსიდან არალეგალურად გადასული 1 577 მიგრანტი დააკავეს. 

 

ლიეტუვა ბელარუსს იმაში ადანაშაულებს, რომ მეზობელი ქვეყანა მის საზღვრებში ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან ჩამოსული მიგრანტების უკანონო გადასვლას უკეთებს ორგანიზებას.

 

ევროკავშირმა ამ მიმართულებით ბალტიისპირეთის ქვეყანას დახმარება აღუთქვა.

 

რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ქვეყნის საზღვრებს არ დაკეტავს და არ იქცევა ბანაკად იმ ხალხისთვის, რომლებიც ავღანეთს, ირანს, ერაყს, სირიას და ტუნისს გამოექცნენ.

 

„ჩვენ არავის შევაკავებთ, ისინი არა ჩვენთან, არამედ განათლებულ, თბილ და მყუდრო ევროპაში მიდიან," - განაცხადა ლუკაშენკომ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner