logo_geo
eng_logo
შსს: მაგთიკომის სერვერზე კიბერშეტევა განხორციელდა
- +

10 ივლისი. 2021. 21:23

 

 

შსს-ს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა შპს „მაგთიკომის" კუთვნილ სასერვერო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.

 

გამოძიებისთვის ცნობილი გახდა, რომ შპს „მაგთიკომის” კუთვნილ სასერვერო ინფრასტრუქტურაზე მოხდა შეტევა.

 

შეტევით პრობლემები შეექმნა სერვიცენტრების, ფიქსირებულ და მობილური ინტერნეტების გამართულად ფუნქციონირებას. გამოძიება კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენებისა და კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფის ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 285-ე და 286 -ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner