logo_geo
eng_logo
ირმა ხეცურიანი მსოფლიო თასის მფლობელია
- +

10 ივლისი. 2021. 21:46

 

 

ირმა ხეცურიანმა ვარშავაში მიმდინარე მსოფლიო თასზე ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა პარამოფარიკავემ ხმლით ასპარეზობაში ნახევარფინალში უკრაინელი ნადეჟდა დოლოკი​ დაამარცხა ანგარიშით 15:5.

 

ირმა ხეცურიანი ფინალში ასევე უკრაინელ პარამოფარიკავეს ალიონა ფედოტას შეხვდა და ანგარიშით 15:11 მოუგო, პირველ ადგილზე გავიდა და ოქროს მფლობელი გახდა.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეტლით-მოფარიკავეთა ნაკრებმა ცოტა ხნის წინ მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner