logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: ეუთო/ოდირის დასკვნაში არის რამდენიმე ფაქტობრივი შეცდომა
- +

10 ივლისი. 2021. 22:08

 

 

„რაც შეეხება მოსამართლეების არჩევას და ეუთო/ოდირის დასკვნას, ეს შუალედური დასკვნაა და აქ არის რამდენიმე ფაქტობრივი შეცდომა. მე პირადად სადამკვირვებლო მისიასთან კომუნიკაცია არ მქონია, შესაბამისად იმედი მაქვს, რომ საბოლოო დასკვნაში ეს ფაქტობრივი შეცდომები აღმოიფხვრება“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა შალვა პაპუაშვილმა, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„ეუთო/ოდირის ეს დასკვნა ძირითადად ეხება 19 აპრილის შეთანხმების კონტექსტში რამდენად მართებულია დანიშვნები. ეს არაა ახალი თემა და ამაზე დიდიხანია არის მსჯელობები. ეუთო/ოდირის დასკვნა არ იყო საჭირო და ამ თემასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ პოზიცია ყველამ იცის“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

 

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ არის ერთად-ერთი ხელმომწერი პარტია 19 აპრილის შეთანხმებაში, რომელიც ამ შეთანხმებას ყველა მიმართულებით ასრულებს.

 

„პირველი ესაა ამნისტიის კანონპროექტი, რომელსაც ოპოზიცია მხარს არ უჭერს და ორი მოსმენით მიღებული გვაქვს. მეორეა - საარჩევნო რეფორმა, რომელსაც „ლელომ“ ბოლო მომენტში მხარი არ დაუჭირა და ამით ხელმოწერით აღებული ვალდებულება დაარღვია. რაც შეეხება საკონსტიტუციო რეფორმას - ინიცირებულია . რაც შეეხება, მათ შორის სასამართლო რეფორმას, სრულდება რაც წერია 19 აპრილის შეთანხმებაში. მიკვირს, რომ ეს დღემდე ამდენი სპეკულაციის საფუძველია. ტექსტი ინგლისურად და ქართულადაც, მარკირებით და მარკირების გარეშეც ინტერნეტშია მოცემული და ყველას შეუძლია გაეცნოს რაზეა იქ საუბარი“, - განაცხდა პაპუაშვილმა.

 

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება 6 ივლისს დაიწყო. პროცესს მონიტორინგს უწვდა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) წარმომადგენლობა.

 

ეუთო/ოდირმა მოსამართლეთა შერჩევის პროცესის მონიტორინგის შესახებ მესამე ანგარიში 9 ივლისს გამოაქვეყნა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner