logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: მოსამართლეების არჩევის ისეთი გამჭვირვალე და დეტალურად გაწერილი პროცესი როგორიც საქართველოშია, არსად არ არსებობს
- +

10 ივლისი. 2021. 22:22

 

 

„ისეთი გამჭვირვალე და დეტალურად გაწერილი პროცესი მოსამართლეების არჩევისა, როგორიც საქართველოშია, არსად არ არსებობს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

პაპუაშვილმა განმარტა, თუ სადაა ფაქტობრივი შეცდომა მოსამართლეების არჩევის საკითხზე ეუთო/ოდირის დასკვნაში.

 

„კიდევ ერთხელ ავხსნი, სწორედ იქ არის ფაქტობრივი შეცდომა ეუთო/ოდირის დასკვნაში, რომ საკითხების თანმიმდევრობა არასწორადაა დალაგებული. კერძოდ, 19 აპრილის შეთანხმებით არის საუბარი ორ საკითხზე, რაც ეხება მართლმსაჯულებას, ერთი ესაა დიდი რეფორმა, გაწერილია, რომ პროცესი და 2022 წლის გაზაფხულზე უნდა დასრულდეს. რომელსაც წინ უნდა უძღოდეს წინა რეფორმის ტალღების შეფასება. რომ მივხვდეთ სად ვართ, რა ხარვეზები არსებობს და რა არის გამოსასწორებელი. აქ უკვე ლოგიკურად უნდა მივხვდეთ, რომ ერთი წელი მოსამართლეების დანიშვნა ვერ შეჩერდება, ვინაიდან საჭიროა, რომ სასამართლო ფუნქციონირებდეს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

 

მისი თქმით სასამართლოს რეფორმის მეორე ნაწილი ეხება უშუალოდ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევას.

 

„იქ წერია, რომ 2019-2020 წლებში ვენეციის კომისიის კონკრეტული რეკომენდაციაა, რომელიც უნდა შესრულდეს. თანმიმდევრულად ასე წერია უნდა შეჩერდეს ის პროცესი, რომელიც 2020 წლის დეკემბერში დაიწყო, (თუმცა ეს 19 აპრილის შეთანხმებამდე იყო) კანონმდებლობა უნდა მოსულიყო შესაბამისობაში ვენეციის დასკვნასთან და რეკომენდაციებთან, შემდეგ განახლებულიყო და დასრულებულიყო. ჩვენ ვთქვით, რომ ამას ისედაც ვაკეთებთ და ეს პროცესი შევაჩერეთ მარტ-აპრილში. დღეს ყველაფერი მოყვანილია ვენეციის კომისიის დასკვნასთან შესაბამისობაში ერთი-ერთში ზუსტად. რა უნდა შეიცვალოს კიდევ ამ პროცედურაში? არაფერი... ამაზე პასუხი არ არსებობს. ისეთი გამჭვირვალე და დეტალურად გაწერილი პროცესი მოსამართლეების არჩევისა, როგორიც საქართველოშია, არ არსებობს არსად“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

 

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება 6 ივლისს დაიწყო. პროცესს მონიტორინგს უწვდა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) წარმომადგენლობა.

 

ეუთო/ოდირმა მოსამართლეთა შერჩევის პროცესის მონიტორინგის შესახებ მესამე ანგარიში 9 ივლისს გამოაქვეყნა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner