logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: იუსტიციის საბჭოში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისას უმაღლესი სტანდარტი იყო დაცული
- +

10 ივლისი. 2021. 22:57

 

 

ეუთო/ოდირის დასკვნაში დაფიქსირებულ შენიშვნას, რომ იუსტიციის საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესი ჩამორჩებოდა საერთაშორისო სტანდარტებს, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, შალვა პაპუაშვილი არ ეთანხმება. მან ამ თემაზე ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „ქრონიკაში“ ისაუბრა.

 

„ჩვენ პარლამენტში, როცა ამ საკითხს განვიხილავთ, თითოეულ კანდიდატზე შედგენილია საკმაოდ ვრცელი დოკუმენტაცია. თითო საქაღალდე რამდენიმე ასეულ ფურცელს შეიცავს, სადაც არის ბიოგრაფია და დახასიათება. მათ შორის, იმ ცვლილებების თანახმად, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ აპრილში მიიღო, საქაღალდეში არის ყველა შეფასება, ვინ რამდენი ქულა დაუწერა, ასევე დასაბუთება ამ შეფასების, რატომ დაუწერა ეს ქულა და არა სხვა. ეუთო/ოდირის დასკვნაშია ნათქვამი, რომ ჭარბადაა საბუთები და შესაძლოა პერსონალურ ინფორმაციას შეიცავდესო. რაც შეეხება დოკუმენტებს და შეფასებას, რა გამოცდილება აქვს ადამიანს, აქ უმაღლესი სტანდარტია დაცული“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner