logo_geo
eng_logo
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ევროკავშირმა ვაქცინაციასთან დაკავშირებით დასახულ მიზანს მიაღწია
- +

10 ივლისი. 2021. 23:01

 

 

„ევროკავშირმა წევრ სახელმწიფოებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის საკმარისი დოზა მიაწოდა, რათა შესრულდეს მიზანი, რომელიც გაერთიანებაში ზრდასრული ადამიანების არანაკლებ 70%-ის სრულად ვაქცინაციას ითვალისწინებს,“ – ამის შესახებ ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

 

„მიზანი მიღწეულია. ევროკავშირის ქვეყნებში იმ ოდენობის ვაქცინაცია განხორციელდა, რომელიც გაერთიანების ზრდასრული მოსახლეობის არანაკლებ 70%-ის სრულად აცრას გულისხმობს. კორონავირუსი ჯერჯერობით არ დამარცხებულა, მაგრამ მეტი ვაქცინაციის ჩასატარებლად მზად ვართ. ამ კრიზისიდან მხოლოდ ერთად გამოვალთ“, – დაწერა ფონ დერ ლაიენმა „ტვიტერზე“.

 

ევროკავშირის გრძელვადიან მიზანს მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოსთვის საკმარისი ვაქცინების მობილიზება წარმოადგენს, რათა გაერთიანების მოსახლეობის სრული იმუნიზაცია განახორციელოს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner