საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი, საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:
„ვახ, რა დღეში ვართ!
რა ელჩის საქმეა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის (მოქმედების ან უმოქმედობის) შეფასება?!
ხალხო და ხელისუფლებავ, როდის მივხვდებით, რომ საქართველოს სახელმწიფოს პირველ პირებზე ელჩებს ასე ლაპარაკის უფლება არ უნდა მივცეთ და ამ ელჩებსაც როდის მივახვედრებთ, რომ საკუთარ უფლებამოსილებას კარგად გადახედონ?!
დეგნანი ვინ არის, კოლონიის გენერალ-გუბერნატორია?!“ - წერს ბონდო მძინარაშვილი.
„პრემიერი წამყვან როლს უნდა ასრულებდეს სიტუაციის დაწყნარებაში, როდესაც ძალადობას აქვს ადგილი და გმობდეს ძალადობას საქართველოს მოქალაქეების, რა თქმა უნდა, ჟურნალისტების წინააღმდეგ“, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რითაც მან უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, წაახალისა თუ არა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 5 ივლისს მომხდარი ძალადობა მის მიერ გაკეთებული განცხადებით.