ექსპერტი ამირან სალუქვაძე, სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს:
„ლელოს“ ერთ-ერთი წარმომადგენლის, ანა ნაცვლიშვილის პოსტი წავიკითხე.
ცესკო-ს თავმჯდომარეობის ორ კანდიდატზე, სანტურიანზე და კალანდარიშვილზე წერს, რომ ორთავეს კარგად იცნობს, ორთავესთან სამსახურეობრივი კვეთა ჰქონდა, ორთავესთან აკავშირებს ბევრი საერთო მეგობარი, ორთავე ნიჭიერია, ორთავეს შესახებ შეუძლია ბევრი კომპლიმენტი თქვას, მაგრამ...
საოცრება... მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი პოზიტივისა, ორთავეს არ ენდობა. მეგობრობა მეგობრობააო, მაგრამ საჯარო პირი ვარო.
წავიკითხე კომენტარებიც. უამრავი ადამიანი ორთავე პირს დადებითად ახასიათებს.
თუ ყოფილ ნიჭიერ, კვალიფიციურ და ყოველმხრივ დადებით, საერთო მეგობრებით დაკავშირებულ ადამიანს არ ენდობი, აბა ვის მიმართ უნდა გქონდეთ ნდობა?
ე.ი. თუ ფანჩატურში შეგკრიბავთ ექს-პრეზიდენტი და გვარს გამოგიცხადებთ, მხოლოდ მას ენდობით? რა კრიტერიუმით?
აიღო და ორთავე ადამიანს მიაწება იარლიყი. ესენი არიან თანამედროვე საქართველოს და ევროპული ღირებულებების მქონე პოლიტიკისები?
იარლიყების მიწებებაში ლელოს პარტნიორი ნაცმოძრაობის სტილი დაცულია. სსრკ-ს დროს რომ მოსწრებიდნენ, "ტროიკებში" ვიხილავდით. თვალის დაუხამხამებლად გამოწერდნენ განაჩენებს, ზოგს დახვრეტა, ზოგს გადასახლება.
მაინც რა ლოგიკაა, ვიცნობ, ვმეგობრობ, ნიჭიერია, პატიოსანია, პროფესიონალია, მაგრამ არ ვენდობი.
თქვენ ნდობის რამდენ პროცენტიანი ხარისხი გაქვთ? ყველამ ერთად, მილიონების წყალობით, ძლივს გადაახტით 3%-ს. სამაგიეროდ სტიგმების მიწებების უფლებას აძლევთ თავს“, - წერს ამირან სალუქვაძე.