logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: ქვეყნის სამწუხარო რეალობაა, რომ 2012 წლამდე გვქონდა ძალადობრივი სახელმწიფო სისტემა და ბევრი ადამიანი გარკვეულ სისტემაში იყო მოქცეული
- +

11 ივლისი. 2021. 00:02

 

 

„სასამართლო სისტემაში, და არა მხოლოდ, არიან ადამიანები, რომელთაც სხვადასხვა გამოცდილება აქვთ. ჩვენი ქვეყნის სამწუხარო რეალობაა, რომ სულ ახლახანს, რამდენიმე წლის წინ, 2012 წლამდე გვქონდა ისეთი სახელმწიფო სისტემა, რომელიც იყო ძალადობრივი და ბევრი ადამიანი იყო გარკვეულ სისტემაში მოქცეული, ამიტომ რთულია ამის განსჯა,“ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა შალვა პაპუაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„მე პირადად, პარლამენტში მოსამართლის საჯარო ინტერვიუს მომხრე არ ვარ. ისე ჩანს თითქოს ადამიანს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს ვირჩევთ და მას სამართლებრივ გამოცდას ვუწყობთ. კითხვების დასმის დროს გიჭირს დაიჭირო ზუსტი ზღვარი რის გარკვევას ცდილობ ამ გამოკითხვიდან, მისი სამართლებრივი ცოდნის თუ მისი ადამიანური თვისებების, როგორიცაა გამბედაობა და ა.შ. ამიტომ კითხვების შერეულია ხოლმე, ხან პროფესიული ხასიათის არის და ხან ზოგადი. თუმცა, ვფიქრობ საინტერესო პროცესია და საინტერესო ინფორმაციასაც ვიღებთ ადამიანის სამართლებრივი თუ ადამიანური ღირებულებების შესახებ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner