logo_geo
eng_logo
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ 2024 წელი პანდემიის ლიკვიდაციის წლად გამოაცხადა
- +

11 ივლისი. 2021. 00:26

 

 

„პანდემიის გრძელი ჩრდილი: 2024 წლამდე და მას შემდეგ“ – ამ სათაურით ცნობილმა უცხოურმა გამოცემამ The Wall Street Journal-მა სტატია გამოაქვეყნა, სადაც პანდემიის დასრულების შემდეგ ცხოვრებაზე წერენ.

 

„მაშინაც კი, როდესაც სამყარო ცხოვრების „ნორმალურ პირობებს” დაუბრუნდება, კოვიდ-19-ის მემკვიდრეობა ყველაფერს გარდაქმნის, ხელფასებსა და ჯანდაცვის პირობებს, პოლიტიკურ დამოკიდებულებებსა და მიწოდების გლობალურ ჯაჭვსაც კი,” – წერს გამოცემა.

 

 

 

რატომ 2024 წელი? მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პროგნოზის მიხედვით, პანდემიური ვითარება 2024 წლამდე გაგრძელდება და სწორედ მაშინ მოხდება კორონავირუსის ლიკვიდაცია.

 

რა გახდება კოვიდ-19-ის დასრულების მიზეზი, ჯანმო არ აკონკრეტებს, თუმცა მსოფლიო ჯანდაცვის ექსპერტები კიდევ 3 წლის გასვლას ელოდებიან, რათა სამყარო ჩვეულ ტემპს დაუბრუნდეს.

 

ამ ინფორმაციას საქართველოში ექიმი ლევან რატიანი ეხმაურება. მისი განცხადებით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას პანდემიის ლიკვიდაციისთვის 2024 წელი აქვს განსაზღვრული. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ინფექცია კიდევ სამი წლის განმავლოაბში იქნება აქტიური გავრცელების ფაზაში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner