logo_geo
eng_logo
ირაკლი ლატარია: ყველა ქვეყანაში ხდება უმძიმესი დანაშაულები, მთავარია არ არსებობდეს ქვეყანა, სადაც დანაშაულებების წახალისებას ექნება ადგილი
- +

11 ივლისი. 2021. 00:43

 

 

ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია, სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს:

 

„ილიკო სუხიშვილის მეუღლე საზღვარგარეთ მოკლეს, მაგრამ არც კი ვიცით რომელ ქვეყანაში ჩიადინეს ასეთი საშინელება, არამც თუ იმ ქვეყანაში ოდესმე აღარ წასვლაზეა საუბარი.

 

ყველა ქვეყანაში ხდება უმძიმესი დანაშაულებები, მთავარია არ არსებობდეს ქვეყანა, სადაც დანაშაულებების წახალისებას ექნება ადგილი.

 

ძალიან მიხარია, რომ პოლონელი ბლოგერი დღეს კარგად გრძნობს თავს და გადავრჩით, პირდაპირი მნიშვნელობით მთელი ერი - გადავრჩით, მაგრამ ასეთი ფაქტის გამო რომ ხვალ, ზეგ, ტურისტების ნაკადი შემცირდება, ეგ არის არასწორი მინიშნება და საკმაოდ არასწორი მიდგომაც.

 

დანაშაულის მხრივ თუ ირჩევა ტურისტული ზონა, მაშინ ვატიკანი დარჩენილა უსაფრთხო სახელმწიფოდ მხოლოდ და მხოლოდ და ეგაა!!!

 

არ გინდათ რა ეს წიოკი და „ვაიმე აწი ვინ ჩამოვა ჩვენთან" ტრაური. .. . ყველაფერი კარგად იქნება, თუ ჯერ გავერკვევით რეალურად ვის რა გვსურს, რატომ გვსურს და რაც გვსურს, ამით ქვეყანა რას მიიღებს.

 

აქვე დავამატებ: ევროკავშირი და ნატო, აი რა არის ჩვენი ხსნა რეალურად და ამ გეზსს იმედია, ბოლომდე გავყვებით და ჩავყვებით,“ - წერს ირაკლი ლატარია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner