logo_geo
eng_logo
რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი და აშშ ქაბულის აეროპორტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხზე შეთანხმდნენ
- +

11 ივლისი. 2021. 00:05

 

 

„თურქეთი და შეერთებული შტატები შეთანხმდნენ, თურქულმა შეიარაღებულმა ძალებმა როგორ უნდა უზრუნველყონ ქალაქ ქაბულის აეროპორტის უსაფრთხოება მას შემდეგ, რაც აშშ-ის ჯარები სრულად დატოვებენ ავღანეთს,“ – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

 

„შეერთებულ შტატებთან და NATO-სთან დისკუსიებისას, ჩვენ შევთანხმდით იმაზე, თუ რა იქნება ამ მისიის მასშტაბი, რა შეიძლება იყოს მისაღები და რა – მიუღებელი“, – აღნიშნა ერდოღანმა.

 

მანამდე, ოფიციალურმა ანკარამ ვაშინგტონს შესთავაზა ქაბულის საერთაშორისო აეროპორტის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის აღება მას შემდეგ, რაც აშშ-ის ძალები აგვისტოს ბოლოს ავღანეთს სრულად დატოვებენ. ამ საკითხთან დაკავშირებით საუბარი ჯო ბაიდენსა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის გასულ თვეს, NATO-ს სამიტის ფარგლებში შედგა.

 

თურქული მხარე ქაბულის აეროპორტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მოკავშირეებისგან ფინანსურ, პოლიტიკურ და ლოგისტიკურ დახმარებას ითხოვს. ამჟამად ავღანეთში 500 თურქი სამხედრო იმყოფება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner