logo_geo
eng_logo
სტამბოლში თურქეთის პრეზიდენტისა და პალესტინელთა ლიდერის შეხვედრა გაიმართა
- +

11 ივლისი. 2021. 01:06

 

 

„რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარება შეუძლებელი იქნება, ვიდრე ისრაელის პოლიტიკა პალესტინელთა მიმართ გაგრძელდება,“ – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, პალესტინელთა ლიდერთან, მაჰმუდ აბასთან შეხვედრისას განაცხადა.

 

ადგილობრივი მედიის ცნობით, დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრაზე ერდოღანმა და აბასმა რეგიონული პროცესები და ორმხრივი კავშირების განსამტკიცებლად გადასადგმელი ნაბიჯები განიხილეს.

 

ერდოღანსა და აბასს შორის პირისპირ შეხვედრა საათსა და 15 წუთს გაგრძელდა, რის შემდეგაც მხარეებმა უკვე გაფართოებულ ფორმატში ისაუბრეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner