logo_geo
eng_logo
„ძაან „ქალაქელების“ და „შეგნებულების“ საყურადღებოდ!- ამას აკეთებს 8 წლის ბავშვი!“
- +

20 ივლისი. 2016. 23:41



ალექსანდრე დაიაური სოციალურ ქსელში საინტერესო და მისაბაძ ისტორიას ავრცელებს:


„გუშინ გლდანიდან მოვდიოდი სახლში და ერთერთ კორპუსთან პატარა ბავშვმა ხელი დამიქნია, რომ გავაჩერე მითხრა: ნაგავი მომქონდა, პარკი გაიხა, ძირს დაიყარა და რაიმე პარკი ხომ არ გექნებათ რომ ავკრიფო და ჩავყაროო...

 

 მეც პარკი მოვძებნე და მივეცი, ბავშვმა კი დაიწყო ძირს დაყრილი ნარჩენების აკრეფა, ვერ მივეხმარე მარტო იმიტომ რომ მინდოდა შეუმჩნევლად სურათი გადამეღო ამ პატარა მისაბაძი ბავშვისთვის.

 

მაშ ასე, ძაან „ქალაქელების" და „შეგნებულების" საყურადღებოდ: ამას აკეთებს გლდანელი, დაახლოებით 8 წლის ბავშვი და არა შუა ქუჩაში, არამედ ნაგვის ურნიდან ნახევარ მეტრში, უბრალოდ შეხედეთ და მიბაძეთ..."


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner