logo_geo
eng_logo
ირაკლი შონია: ხომ არ ჯობდა ეს მემორიალი აღდგენილიყო?! საშვილიშვილო საქმე იქნებოდა!
- +

11 ივლისი. 2021. 02:16

 

 

ჟურნალისტი ირაკლი შონია, სოციალურ ქსელში შემდეგ პოსტს აქვეყნებს:

 

„ბოლო დროს განვითარებულმა მღელვარე დღეებმა გამახსენა ეს მემორიალი, რომელიც მთავრობის სასახლის კიბეებზე, სვეტებს შორის იყო აღმართული 9 აპრილის შემდეგ, როდესაც აღებულ იქნა კომუნისტური მუშურ-გლეხური ქანდაკებები... ზემოთ აღმართული იყო წმინდა ნინოს ჯვარი, „9" -თან ერთად, რომელიც იყო ნახევრად შავი, 9 აპრილის ტრაგედიასთან დაკავშირებით და ნახევრად თეთრი, ნათელი თარიღი გამარჯვებისა, დამოუკიდებელი საქართველოსი! მემორიალი შემზარავი პუტჩის დროს განადგურდა!

 

ამ დღეებში როდესაც ხალხმა ჯვარი აღმართა მთავრობის სასახლის კიბეებზე, ხომ არ ჯობდა ეს მემორიალი აღდგენილიყო!

 

მე პირადად დიდი სურვილი მაქვს!

 

საშვილიშვილო საქმე იქნება!

 

აქ მთელი ისტორიაა და თან წარწერა, ქართველი ერის სამი ძვირფასი ფასეულობისა: ენა, მამული, სარწმუნოება!!!“ - წერს ირაკლი შონია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner