logo_geo
eng_logo
ზაზა სიამაშვილი: ქართული ფილმები რევაზ ლაღიძის გარეშე წარმოგიდგენიათ? დღეს ამ უდიდებულეს კაცს 100 წელი შეუსრულდა
- +

11 ივლისი. 2021. 02:32

 

 

პროფესორი ზაზა სიამაშვილი, სოციალურ ქსელში კომპოზიტორ რევაზ ლაღიძის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, შემდეგ პოსტს აქვეყნებს:

 

„დღეს ამ უდიდებულეს კაცს 100 წელი შეუსრულდა…. ერთი „თბილისო” ეყოფოდა უკვდავსაყოფად, მაგრამ მისმა მეგობარმა ასევე დიდმა ბიძინა კვერნაძემ მას ქართული მელოდიების საწყობის გამგე უწოდა! „გულს რად მიკლავ” და „საჭიდაო”, „ჰიმნი ქუთაისს” და „დედა ენა”… „წუთისოფელი ასეა” და „კარკუჩით წამაიყვანეს” ბევრს დიდხანს ხალხური გვეგონა! ქართული ფილმები მის გარეშე წარმოგიდგენიათ? ან ბალადას ვაზზე სხვა თუ დაწერდა? მოკლედ, დიდ რეზო ლაღიძეს გაუ, გაუ, გაუმარჯოს!“ - წერს ზაზა სიამაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner