logo_geo
eng_logo
დათო ოქიტაშვილი თეა წულუკიანზე: გაამართლა კი არა, ასეთი კულტურის მინისტრი საქართველოს კაი ხანი არ ყოლია!
- +

11 ივლისი. 2021. 02:44

 

 

„თეა წულუკიანმა გაამართლა კი არა, ასეთი კულტურის მინისტრი საქართველოს კარგი ხანია არ ჰყოლია“, - ამის შესახებ კულტურის პალატის თავმჯდომარე დათო ოქიტაშვილმა „მეტრონომთან“ საუბრისას განაცხადა.

 

„ამას „გაამართლა“ არ ჰქვია. იმ დარგების ხალხი, რომელი დარგებიც მოღვაწეობდნენ, საერთოდ კულტურის სამინისტროს კარებთანაც არ უშვებდნენ. მე ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა თეა წულუკიანს. იმიტომ ვიძახი ყოველთვის, რომ არ შეიძლება ადამიანზე წინასწარ ილაპარაკო და მიაყენო შეურაცხყოფა, როცა არ იცი, რა გადაწყვეტილებებს მიიღებს. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი პროგნოზი გამართლდა. პირველ რიგში, რაც თეამ გააკეთა – კაბინეტებში რომ ჰქონდათ წინა მთავრობის დროს უნიკალური ნახატები, ჩამოხსნა და მუზეუმს დაუბრუნა, ამას ვერავინ ბედავდა. ძალიან ბევრი მიმართულება, რომელიც განადგურების პირას იყო, გამოაცოცხლა, უშუალოდ მიდის და ეცნობა, რაც არავის ეწყინოს, მაგრამ ასეთი კულტურის მინისტრი საქართველოს კაი ხანი არ ყოლია“, - განაცხადა დათო ოქიტაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner