logo_geo
eng_logo
ნონა გაფრინდაშვილი ოლიმპიელებს: თქვენ უკან დგას მთელი საქართველო - დამილოცნიხართ
- +

11 ივლისი. 2021. 03:03

 

 

„თქვენ უკან დგას მთელი საქართველო, რომელიც თქვენ დღეს გიყურებთ, გისურვებთ წარმატებას“, - ამ სიტყვებით მიმართა მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა, ქართველმა მოჭადრაკემ, ნონა გაფრინდაშვილმა ოლიმპიელებსა და პარალიმპიელებს, საქართველოს ოლიმპიური და პარალიმპიური დელეგაციების ფიცის დადებისა და გაცილების ცერემონიაზე.

 

„დამთავრდა თქვენი ნერვიულობა ოლიმპიადის ჩატარება-არჩატარებასთან დაკავშირებით. მე თვითონ სპორტსმენი ვარ და ვიცი, რას ნიშნავს, როდესაც ასეთი დიდი ღონისძიება გაუთავებლად გადაიდება. თუმცა, თქვენ უფრო დიდი გამოცდა გელით იქ, იმიტომ, რომ პანდემიამ თავისი კორექტივები შეიტანა და ძალიან შეზღუდულები იქნებით ყველაფერში. თქვენ ამხელა მანძილი უნდა დაფაროთ, ჩაფრინდეთ, უცებ გამოხვიდეთ შეჯიბრზე და დაბრუნდეთ - ეს არის ძალიან სერიოზული გამოცდაა თქვენთვის, მაგრამ თქვენ უკან დგას მთელი საქართველო, რომელიც თქვენ დღეს გიყურებთ, გისურვებთ წარმატებას. დღეს აქ მობრძანებულია მთელი ხელისუფლება, მოსულები არიან ვეტერანი სპორტსმენები და ჩვენ იმედით შემოგყურებთ თქვენ. ღირსეული გუნდი ხართ და თქვენგან ველით სერიოზულ მედლებს. ჩვენ გვაქვს ოლიმპიური დევიზი - „უკეთ, ვიდრე წინა ოლიმპიადაზე“ და დარწმუნებული ვარ, ამ შემართებით იბრძოლებთ და ასე ღირსეულად დაგვიბრუნდებით. დამილოცნიხართ ისე, როგორც გლოცავთ აქ დამსწრე საზოგადოება“,- განაცხადა ნონა გაფრინდაშვილმა.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სპორტსმენი, რომელიც ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულს მოიპოვებს, ერთ მილიონ ლარს მიიღებს.

 

ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო 35 სპორტსმენით წარდგება სპორტის 11 სახეობაში. ოლიმპიადა 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე უნდა გაიმართოს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner