logo_geo
eng_logo
ხათუნა ხოფერია: ერთ ფაქტს გავიხსენებ...
- +

21 ივლისი. 2016. 00:33



პარლამენტის ყოფილი წევრი ხათუნა ხოფერია,  2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს იხსენებს და ტელეკომპანია  „პირველის"  ეთერში ზუგდიდის რაიონის შესახებ საუბრობს:


„ზუგდიდში არჩევნების წაგებას მე პირადად ირაკლი ალასანიას ვაბრალებდი. იქ არჩევევნები წააგოთავისუფალმა დემოკრატებმა", რადგან საქმე ბოლომდე მიყვანილი არ იყო.

 

ერთ ფაქტს გავიხსენებ, გალის ტერიტორიაზე იჯდა პიროვნება, რომელიც იქიდან გადმოსულ მოქალაქეებს რამდენიმე პირადობის მოწმობას აძლევდა, ეს ადამიანები კი ამ პირადობის მოწმობებით სხვადასხვა უბნებზე შედიოდნენ და ხმებს აყალბებდნენ. ეს ადამიანი იყო დათო შენგელია, რომელიც რამდენიმე თვით ადრენაციონალურმა მოძრაობამ" ციხიდან გამოუშვა.

ფაქტს ადგილზევე უნდა ჰქონოდა რეაგირება იქ მყოფი ჯგუფის მხრიდან. ამ ინფორმაცის შესახებ მე თუ ვიცოდი, მათაც ხომ იცოდნენ?! ეს ერთი ფაქტია, რომელიც დააშავესთავისუფალმა დემოკარტებმა" და ასეთი ძალიან ბევრი ფაქტი იყო.

 

სასამართლომ ხომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომ გია ბარამიძე ჩემთან საოლქოში აბსოლუტურად ყველანაირი წესის დარღვევით შემოვიდა, ეს აღიარა სასამართლომ. ეს ხომ იყო თავად ირაკლი ალასანიას პრესტიჟის საკითხი? მას ხომ უნდა ებრძოლა თავის სახელისთვის?!

 

იმაზე საუბარი რომქართულ ოცნებას" სამეგრელოში საქმე ვერ აქვს კარგად აწყობილი, ვფიქრობ, ლოგიკას მოკლებულია. მეგის ქარდავა არჩევნების დღეს და წინა დღესაც იმყოფებოდა იქ, და მთელი ბანდანაციონალური" მოძრაობის, თავად კასრებში ნაპოვნი ადამიანების ავტორები, აშინებდნენ მოსახლეობას. „ქართული ოცნების" მხარდამჭერებს, უნდოდათ გამოსვლა, თუმცა აშინებდნენ.

 

ქართული ოცნების" მხარდამჭერთა რიცხვი არის ძალიან დიდი. ალბათ გახსოვთ, 2012 წლის 21 სექტემებრს, როდესაც ბიძინა ივანიშვილი ზუგდიდში ჩავიდა, იქ იყო ზღვა ხალხი, საოცრება ხდებოდა", - აცხადებს ხათუნა ხოფერია


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner