logo_geo
eng_logo
ედიშერ გვენეტაძე: უნდა დაიკითხოს ზოგიერთი პოლიტიკური გვამიც, რომელიც ორიოდე დღის წინ აცხადებდა, მოსკოვიდან მივიღე ინფორმაციებიო
- +

11 ივლისი. 2021. 15:17

 

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტს ეხმიანება და იმ პოლიტიკოსების გამოკითხვას ითხოვს, ვინც აცხადებდა, რომ გარკვეულ ინფორმაციას ფლობდნენ აქციების ორგანიზებასთან დაკავშირებით.

 

„აუცილებელია სულგანათლებული ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმეზე სრულყოფილი, დეტალური გამოძიება. ვფიქრობ, უნდა დაიკითხოს ზოგიერთი პოლიტიკური გვამიც, რომელიც სულ ორიოდე დღის წინ აცხადებდა, მოსკოვიდან მივიღე ინფორმაციებიო. საზოგადოებამ მომხდარის შესახებ უნდა იცოდეს სრული სიმართლე!“ -  წერს ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე facebook-გვერდზე.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner