„ვუსამძიმრებ ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს ამ უდიდეს ტრაგედიას. სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება, რა გახდა ახალგაზრდა ადამიანის გარდაცვალების მიზეზი!“ - ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე მწუხარებას გამოთქვამს ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორის გარდაცვალების ფაქტზე და ყველას მოუწოდებს, ვიდრე ექსპერტიზა არ დაადგენს გარდაცვალების რეალურ მიზეზს, ყველამ თავი შეიკავოს სპეკულაციებისგან.
„სასწრაფოდ დადგინდეს და საზოგადოებას ეცნობოს დეტალები! ყველაზე ამორალური საქციელია უაპელაციოდ, უსაფუძვლოდ რაიმეს მტკიცება. ბევრი ეცდება ამ ტრაგედიის გამოყენებას პოლიტიკური ქულებისთვის და ცოტა დაფიქრდით, სანამ მიზეზი გარკვეულა, მინიმუმ მანამდე შეიკავეთ თავი პოლიტიკოსებმა“, - წერს ანალიტიკოსი facebook-გვერდზე.
ლექსო ლაშქარავა, რომელიც 5 ივლისის მოვლენების დროს დაშავდა, გამთენიისას, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.
ოპერატორს 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები, რადიკალურად განწყობილი ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ. ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.
ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე, შსს-მ გამოძიება დაიწყო.