logo_geo
eng_logo
იგორ გიორგაძე საქართველოში დაბრუნებას გეგმავს
- +

21 ივლისი. 2016. 00:34



ინტერპოლმა იგორ გიორგაძე ძებნილთა სიიდან ამოიღო. ინფორმაცია ამის შესახებ თავად გიორგაძემ დაადასტურა.


გიორგაძე ამბობს, რომ საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს, მაგრამ როდის ჩამოვა ქვეყანაში ეს სასამართლოზე იქნება დამოკიდებული, რომელმაც მისი საქმე უნდა განიხილოს.


"ინტერპოლმა განიხილა ჩემი საქმე და ძებნა მოხსნა. ახლა სასამართლო ნახავს. დაუკავშირდით ჩემს ადვოკატებს და გეტყვიან ზუსტ რიცხვს. ინიცირება გაუკეთეთ, რომ სასამართლომ განიხილოს, რამდენად შეესაბამება ჩემი თითქმის 21 წლის პოლიტიკურად დევნა იმ სიტუაციას, რაც ჩემს გარშემო არსებობს. რას ქვია არ ვგეგმავ, ჩამოსვლას ვგეგმავ და იმიტომ ველოდები სასამართლოს დადგენილებას. შემოდგომა და ზამთარი არა. რას გადაწყვეტს სასამართლო, იქიდან გამომდინარე,"- განაცხადა სატელეფონო საუბრის დროს გიორგაძემ.


გიორგაძემ უარყო ინფორმაციას, რომ ის არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner