„ნაცებმა“ და მათმა სატელიტებმა („ლელო“ და სხვები), ისე, რომ არ დაელოდნენ ექსპერტიზის შედეგებს, უკვე დაიწყეს ჩვეული მეთოდების გამოყენება! ჩვეულებრივი პოლიტიკური პარაზიტები ყველაფერს სათავისოდ იყენებენ, რომ როგორმე მთავრობა დაამხონ და ძალაუფლება დაიბრუნონ არალეგიტიმური გზით, რადგანაც ლეგიტიმურად ამას უკვე 8 წელია ვერ ახერხებენ“, - წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე „ფეისბუქის“ გვერდზე.
მისი თქმით, პოლიტიკოსებად წოდებული აგრესიული ბრბო, „ნაცმოძრაობის“ თამადობით, არის უკიდურესად საშიში ამ ქვეყნისთვის. იმაზე არანაკლებ საშიში, ვიდრე ის გავეშებული ხალხი, რომელიც მედიას თავს დაესხა.
„ნაცებმა“ და მათმა სატელიტებმა („ლელო“ და სხვები), ისე რომ არ დაელოდნენ ექსპერტიზის შედეგებს, უკვე დაიწყეს ჩვეული მეთოდების გამოყენება! ჩვეულებრივი პოლიტიკური პარაზიტები ყველაფერს სათავისოდ იყენებენ, რომ როგორმე მთავრობა დაამხონ და ძალაუფლება დაიბრუნონ არალეგიტიმური გზით, რადგანაც ლეგიტიმურად ამას უკვე 8 წელია ვერ ახერხებენ. ეს პოლიტიკოსებად წოდებული აგრესიული ბრბო, ნაცმოძრაობის თამადობით, არის უკიდურესად საშიში ამ ქვეყნისთვის. იმაზე არანაკლებ საშიში, ვიდრე ის გავეშებული ხალხი, რომელიც მედიას თავს დაესხა. სამწუხაროდ, უკვე ისმის მოწოდებები, რომ შეიარაღდნენ მოლოტოვის კოქტეილებით და მოაწყონ არეულობა, ეს მათ არ გაუვათ და არ უნდა გაუვიდეთ, რადგანაც ყველა საღად მოაზროვნე ხედავს, ზუსტად ისევე, როგორც 20 ივნისს, თუ ვინ ცდილობს პროტესტის სადავეების ხელში ჩაგდებას. მინდა, საზოგადოებას ვთხოვო და მოუწოდო, არ მისცეთ არავის უფლება, თქვენი გულწრფელი პროტესტი თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენონ!“ - წერს ზაალ ანჯაფარიძე.