ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფის ლიდერი, გურამ ფალავანდიშვილი 2000-იან წლებში საოფისე ფართს სოროსის ფონდზე აქირავებდა. ინფორმაცია მან TV პირველის ჟურნალისტს დაუდასტურა და აღნიშნა, რომ "მიქარა და მიაქირავა".
"სოროსი იყო ვიცოდი, მაგრამ მაშინ სოროსი ეკლესიებს აფინანსებდა, ძველ ქართულ იმეებს და რაღაც ჩემი შეცდომის გამო, მივქარე და მივაქირავე, ახლა არ მივაქირავებდი, გამორიცხულია", — თქვა მან.
ჟურნალისტის კითხვას, რამდენი ხანი იყო სოროსი ამ შენობაში, ფალავანდიშვილი პასუხობს, რომ ერთი წელი.
"რა ვიცი, პრობლემა არ გვქონია, მაგრამ სამწუხაროდ, მაშინ სოროსი რა იყო, მე არ ვიცოდი", — განაცხადა ფალავანდიშვილმა.
TV პირველის ინფორმაციით, გურამ ფალავანდიშვილი მოსაშვილის 11 ნომერში მდებარე შენობას ფლობს, სადაც განთავსებული ფართები მას სხვადასხვა დაწესებულებაზე აქვს მიქირავებული.