logo_geo
eng_logo
„საერთოდ არ ვგეგმავ აქციაზე წასვლას“ – „მოლოტოვის კოქტეილის“ წაღების იდეის ავტორმა პოსტი წაშალა
- +

11 ივლისი. 2021. 20:08

 

სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ ერთ-ერთმა მოქალაქემ ირაკლი ჩანქსელიანმა საზოგადოებას დღეს დაანონსებულ აქციაზე მოლოტოვის კოქტეილების წაღებისკენ მოუწოდა. ჩანქსელიანმა პოსტი მალევე წაშალა, თუმცა სოციალურ ქსელში მისი სქრინები გავრცელდა და დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

 

როგორც მედიაჰოლდინგ “კვირას” პოსტის ავტორმა განუცხადა, ეს სარკაზმი იყო, თუმცა საზოგადოებამ ის პირდაპირ გაიგო, რის გამოც სტატუსი მალევე წაშალა.

 

“ძალიან პირდაპირი გაგებით მიიღო ყველამ და მაგიტომ წავშალე, ასე ნამდვილად არ დამიწერია, საერთოდ არ ვგეგმავ აქციაზე წასვლას, პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ მაქვს”, – თქვა ირაკლი ჩანქსელიანმა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner