logo_geo
eng_logo
შსს: კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ მზადყოფნას, საგამოძიებო მოქმედებებში ჩაერთონ საერთაშორისო ექსპერტები
- +

11 ივლისი. 2021. 20:40

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო „TV პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს. უწყებაში აცხადებენ, რომ მზად არიან საგამოძიებო მოქმედებებში საერთაშორისო ექსპერტები ჩაერთონ.

 

„სამინისტროს მიერ ოჯახის წევრებს შეეთავაზათ, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაში მონაწილეობა მიიღოს მათთვის სასურველმა დამოუკიდებელმა და საერთაშორისო ექსპერტმა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზადყოფნას, საგამოძიებო მოქმედებებში ჩაერთონ საერთაშორისო ექსპერტები. მათ შორის, საგამოძიებო უწყება მზად არის საექსპერტო ნიმუშები შესწავლილი იქნას საზღვარგარეთ შესაბამის ლაბორატორიებში“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner