„არგუმენტს - რომ პრაიდზე არავინ არ მოუკლავთ, აზრი არა აქვს. არ ჭრის არც ვერსია - რომ კლინიკიდანაც ჯანმრთელი გამოწერეს. მათთვის - შეკვეთილი მსხვერპლი შედგა და ამის არ/რეალიზება სექტისთვის წარმოუდგენელი რამაა, ამას ამზადებდნენ, ამას ნატრულობდნენ ამდენი ხანია“ - ამის შესახებ ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში, რითიც, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
„ისევ ნორმალურ ადამიანებთან მიწევს განცდების გაზიარება. სექტანტებთან აზრი არა აქვს. მათ "ავრორამ" გაისროლა უკვე. ას წელიწადში ერთხელ ისვრის ხოლმე. ნანატრი მსხვერპლი, მათი "ჯორჯ ფლოიდი" შედგა. არ გამოვიდა გიორგი გაბუნიასთან მიმართებაში, რა პრობლემაა - გამოიყენებენ ამას. არანაირი მცდელობა - სექტანტების საღ აზრს მოვუხმოთ, ან ფაქტები დავულაგოთ ცხვირწინ - არ გაჭრის.
არგუმენტს - რომ პრაიდზე არავინ არ მოუკლავთ, აზრი არა აქვს. არ ჭრის არც ვერსია - რომ კლინიკიდანაც ჯანმრთელი გამოწერეს. მათთვის - შეკვეთილი მსხვერპლი შედგა და ამის არ/რეალიზება სექტისთვის წარმოუდგენელი რამაა, ამას ამზადებდნენ, ამას ნატრულობდნენ ამდენი ხანია. არ ჭრის არც წინასწარი ვერსიები, არ გაჭრის არც ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა - სექტისთვის "ჯორჯ ფლოიდი" შედგა და ეს არის მათთვის ლამის ბოლო შანსი, მიაღწიონ საკუთარ მიზნებს: მრავალგზის ვერმოწამლული პატრიარქი - მოწამლონ, ბოლშევიკების მიერ ვერგანადგურებული ეკლესია - გაანადგურონ, ქვეყნის წინსვლის, დასავლეთის ჭეშმარიტი პარტნიორობის დეკლარანტი მთავრობა - გადააყენონ, ტრადიციონალიზმის და ქართული ფასეულობების დამცველი პრემიერი - მოიცილონ.
ცეცხლს ეთამაშება დღეს ყველა, ვინც ამ ბოროტებას სიტყვით, საქმით თუ სიჩუმით აქეზებს. ეს ცეცხლი პირველ რიგში მათ წაეკიდება და შთანთქავს. უბრალოდ ეს თავდაყირა დააყენებს სახელმწიფოებრივი მისწრაფების კონფიგურაციას, შეაჩერებს წინსვლას და უკუაგდებს წარსულში - თორემ თქვენი ფერფლი ნაკლებად მაწუხებს. მაგრამ - ამ თქვენი აუტოდაფეს პროცესებამდეც არ მინდა მივიყვანოთ საქმეს. ჯერჯერობით გაკვირდებით, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, ჩვენი სახლებში დარჩენის იმედი ნუ გექნებათ“, - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.