logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: ლექსო ლაშქარავას საქმეზე 19 ადამიანია დაკავებული და გაცილებით მეტია, რომელთა ვინაობაც კიდევ გამოვლინდება
- +

11 ივლისი. 2021. 22:44

 

„რამდენადაც ვიცი, სისხლის სამართლის წესით 19 ადამიანია დაკავებული და გაცილებით მეტია, რომელთა ვინაობაც გამოვლინდება. ასევე წარედგინებათ ბრალი“, - ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა „იმედის კვირის“ ეთერში გარდაცვლილი ოპერატორის საქმეზე საუბრისას განაცხადა.

 

მან ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო მის ოჯახსა და მთელ საქართველოს მიუსამძიმრა. აღნიშნა, რომ ახალგაზრდა კაცის გარდაცვალება ყველას საერთო ტკივილია.

 

„შემაძრწუნებელი იყო ის, რაც ვიხილეთ და ვფიქრობ, არავინ ველოდით. პირადად მე გაოგნებული ვიყავი, აგრესიისა და ზიზღის, ძალადობის იმ გამოვლინებით, რომელიც იმ დღეს ყველამ ერთად ვიხილეთ. ფოკუსი იყო ჟურნალისტებზე, რაც ასევე გამაოგნებელი იყო და არა მხოლოდ ჟურნალისტებზე და ეს იყო ძალიან მძიმე საყურებელი.

 

რამდენადაც ვიცი, სისხლის სამართლის წესით 19 ადამიანია დაკავებული და გაცილებით მეტია, რომელთა ვინაობაც გამოვლინდება. ასევე წარედგინებათ ბრალი და რამდენიმე ათეული ადამიანი ადმინისტრაციული წესით, რომელთაც მძიმე დანაშაული არ აქვთ ჩადენილი“, - განაცხადა სუბარმა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner