logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: შინაგან საქმეთა მინისტრი მოვა პარლამენტში და ამ საკითხზე გვექნება დეტალური განხილვა
- +

12 ივლისი. 2021. 01:16

 

 „დაკავებულია 20-მდე ადამიანი და გამოძიება მიმდინარეობს“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა გარდაცვლილი ოპერატორის ლექსო ლაშქარავას საქმესთან დაკავშირებით „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

 

პაპუაშვილის თქმით, 20 სხვადასხვა ტერიტორიაზე შეკრებილი ხალხის მართვა რთულია.

 

„ეს პროცესი იყო პირველი ივლისიდან დაწყებული 6 ივლისს დამთავრებული. ჩვენ ვნახეთ, რომ დაანონსებული იყო აქციები და შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყო, რომ არ ყოფილიყო ინციდენტი. პირველში იყო ძალიან მძიმე მდგომარეობა, სამშიც და ექვსშიც.

 

5 ივლისს აქცია დაანონსებული იყო საღამოს 5 საათზე. ეს ძალადობა რაც მოხდა ჟურნალისტებზე, მოხდა 6 საათით ადრე, ვიდრე ეს იყო დაანონსებული. შინაგან საქმეთა მინისტრი მოვა პარლამენტში და ამ საკითხზე გვექნება დეტალური განხილვა. იყო 20 სხვადასხვა ლოკაციაზე შეკრებილი ადამიანები და, რა თქმა უნდა, ამის მართვა რთულია“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner