logo_geo
eng_logo
დიმიტრი სამხარაძე: არავინ აპირებს გადადგომას!
- +

12 ივლისი. 2021. 01:33

 

„არავინ აპირებს გადადგომას!“ – ამ შინაარსის  განცხადებას სოციალურ ქსელში, რომელსაც მმართველი გუნდის დეპუტატი დიტო სამხარაძე აქვეყნებს, არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა.

 

„მხოლოდ 4 საათის მანძილზე შეძელით სიცრუის და ტყუილის ტირაჟირება მოგეხდინათ. სიმართლის 60% უკვე იცის საზოგადოებამ და უახლოეს რამდენიმე დღეში დანარჩენ 40 %-საც გაიგებენ.

 

რაც მთავარია, ამ რამდენიმე საათში მოახერხეთ და კიდევ ერთხელ დაანახეთ ხალხს თქვენი რეალური სახე. საქართველო პატარა ქვეყანაა, თბილისში კი ყველა ერთმანეთს იცნობს და ყველამ ყველაფერი იცის. ამ რამდენიმე საათში ვერ მოასწარით რევოლუციის დაგეგმვა/მომზადება და ტყუილით ვერც ვერასდროს მოახერხებთ!

 

P.S. ამ ყველაფერში ყველაზე დიდი უზნეობაა, კომენტარებს რომ წერთ არ გაბედოთ და სიმართლე არ თქვათო, რა თქმა უნდა ვიტყვით და თან აუცილებლად“, –  წერს დიტო სამხარაძე.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner