მოძრაობა „წინ სვლის“ წარმომადგენელი შაკო კუჭაშვილი, საქართველოში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:
„ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ფაქტები სხვა რამეს ამბობს და თქვენი აღქმები აღარაა საინტერესო... არ გაგივათ სახელმწიფოს აყირავება, დავიღალეთ.
გარდაცვლილ ლექსოზე ძალადობას არავინ ამართლებს, 4 პირია დაკავებული, მაგრამ როგორც დამოუკიდებელმა ექსპერტმა თქვა, მიყენებულ დაზიანებებს არაფერი აქვს საერთო გარდაცვალებასთან.
თქვენი კოლეგა იყო, დაინდეთ, იძულებულს ნუ ხდით ამ უწყებებს მეტი ილაპარაკოს, თან ილაპარაკოს ფაქტებით“, - წერს შაკო კუჭაშვილი.