logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი: არავინ ელოდა, რომ უცბად ყველა ჟურნალისტზე მოხდებოდა თავდასხმა, რადგან ეს მშვიდობიანი აქცია იყო
- +

12 ივლისი. 2021. 02:07

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი „ტვ პირველის“ ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას და მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.

 

როგორც ირაკლი ქადაგიშვილი „რუსთავი 2“-ის ეთერში საუბრისას ამბობს, უნდა დადგინდეს გარდაცვალების მიზეზი, რადგან ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია გამოძიებისთვის და საზოგადოებისთვის.

 

„მოგიწოდებთ ჟურნალისტებს, სოლიდალური ვარ თქვენთან, სოლიდალური ვარ საზოგადოებასთან, მაგრამ სოლიდალურები უნდა ვიყოთ იმაშიც, რომ ჩვენ ადამიანის სიკვდილი პოლიტიკისთვის არ გამოვაყენებინოთ არავის.

 

გეთანხმებით, 5 ივლისს აქციაზე პოლიცია არ იყო იმ რაოდენობით, რა რაოდენობაც მეორე დღეს იყო, როდესაც წინასწარ იყო ცნობილი, რომ ორი აქცია ჩატარდებოდა. 5 ივლისს იყო ერთი აქცია, რომელიც წესით უნდა ყოფილიყო მშვიდობიანი. ამიტომ არავინ მოელოდა მსგავს რამეს. ის, რომ  უცბად ორგანიზებულად ყველა ჟურნალისტზე მოხდებოდა თავდასხმა, მოულოდნელი იყო. ასეთი რისკი არ შეფასებულა არასდროს. არ მგონია არა მარტო საქართველოში, არამედ სხავაგან, მსგავსი რისკი წარმოქმნილიყო“,- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner