როცა გავიგე, ორსულად ვიყავი, პირველი - რაც გავაკეთე ამ სივრციდან გავქრი და სრულ ინფორმაციულ ვაკუუმში ვიცხოვრე ათი თვე, რომ ჩემი შვილი მუცელშივე არ დამესტრესა აქაური ნაგვით.... და ამაზე სწორი არაფერი გამიკეთებია.
ახლა კი ძალიან ვნანობ ამ სივრცეში დაბრუნებას, უძალიანესად.
აქაურობა ნამდვილ ეშაფოტს დაემსგავსა.
სერიოზულად მეშინია, დედას გეფიცებით, სადმე რამე არ დავაკომენტარო ისეთი, რომ კედელ - კედელ მათრიონ.
რამე ისეთი არ დავალაიქო, რამე ისეთი არ გავიზიარო - ძალადობა წავახალისო.
ფერადებს თანადგომა გამოვუცხადო და გადამიარონ ან არ გამოვუცხადო და მაინც გადამიარონ.
ე, მანდ ჩემი აზრი დავაფიქსირო სადმე და დამესიონ მერე ნაცები, ქოცები, ლეიბორისტები, ფერადები, ჰეტეროები...
არ წამომცდეს, რომ მოძღვარი მყავდა და მყავს.
რომ რელიგიური ადამიანი ვარ.
რომ სასულიერო განათლება მაქვს მიღებული.
მეშინია, ვიხუმრო. ვიტინგიცო.
მეგობრები მოვნიშნო სასაცილო პოსტებზე.
მეშინია, პატრიარქის ფოტო დავგულო.
რომელიმე წმინდანის წერილი გავაზიარო.
შემთხვევით ბავშვის ფოტო დავდო.
რა დროს ეგაა...
ჩემს ბედნიერებაზე ვწერო.
გუშინ ბერდოს ვეუბნებოდი, კომენტარებისგან თავი შეიკავე, არსად არაფერი დაწერო - მეთქი.
ხვდებით, რა სტრესში და ტერორში ვართ არავისტი ადამიანები?!
არ ვარ მხარე.
არც ერთი მხარე არ ვარ.
დედა ვარ და მინდა ჩემი შვილები კარგ ქვეყანაში დაბრუნდნენ.
არ მყავს ცოცხალი კერპები.
ერთადერთი კერპი ჩემს ცხოვრებაში ჩემი ძმაა და ისიც გარდაცვლილია.
დინა რას იტყვი ამაზე, ნუთუ არაფერს დაწერ ?! - ათობით კითხვა მომდის ჩატში.
არაააა ! არაფერს ვიტყვი, არც დავწერ.
ხმალაობა მეზარება სხვადასხვა მხარეებთან.
უბრალოდ მორატორიუმს გამოვაცხადებ ამ თემებზე.
მადლობა.