logo_geo
eng_logo
მაია ნიკოლეიშვილი: ყველა ნაადრევი დასკვნა ფანტაზია ან სპეკულაციაა
- +

12 ივლისი. 2021. 02:49

 

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრიფინგს ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი ეხმაურება.

 

როგორც მაია ნიკოლეიშვილი ამბობს, ყველა ნაადრევი დასკვნა ფანტაზია და/ან სპეკულაციაა.

 

„ძალიან ვწუხვარ ახალგაზრდა ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების გამო, თანავუგრძნობ მის ოჯახს და კოლეგებს. ემოციების გარეშე ვიტყვი, როგორც პროფესიონალი: გარდაცვალების მიზეზი დასადგენია, ტრავმასთან მიზეზობრივი კავშირი დასადგენია, შემდგომ, საჭიროების შემთხვევაში დასადგენი იქნება ჩატარებული დიაგნოსტირების და მკურნალობის სისრულე და ადეკვატურობა.

 

დასკვნები მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გაკეთდეს! ყველა ნაადრევი დასკვნა ფანტაზია და/ან სპეკულაციაა. რაც შეეხება პოლიტიკურ-ემოციურ მდგენელს- ანნუშკამ უკვე დაღვარა ზეთი! (მიხეილ ბუგაკოვი.); სცენარი მოქმედებაშია, სცენარი, რომელიც მეორდება და აფრიკული ქვეყნების გამათავისუფლებელი მოძრაობებიდან დაწყებული, დღემდე უცვლელია. როგორ მინდოდა, ჩვენი ქვეყანა არჩევნებამდე მშვიდად მისულიყო”, – წერს ნიკოლეიშვილი.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner