logo_geo
eng_logo
ალექსანდრე გეჯაძე: ტრავმული ცვლილებები ვერ ვნახეთ, რაც მოგვცემდა საშუალებას, გვეთქვა, რომ სიკვდილის მიზეზი ტრავმაა
- +

12 ივლისი. 2021. 10:46

 

 

დამოუკიდებელი ექსპერტის ალექსანდრე გეჯაძის განცხადებით, ლექსო ლაშქარავას

გარდაცვალების მიზეზების შესახებ ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა თვენახევარში გახდება

ცნობილი.

 

მისი თქმით, მარცხენა თვალ-ბუდის კედლების ფრაგმენტულ მოტეხილობას არ შეეძლო

ლაშქარავას გარდაცვალება გამოეწვია. როგორც „იმედის“ ეთერში ალექსანდრე გეჯაძემ

განაცხადა, ცხედარს ინექციის კვალი აღენიშნება.

 

„გვამის გამოკვლევის დროს თავის ტვინში და ქალა-ფუძის ძვლებშიც ჩვენ ვერანაირი

ტრავმული ცვლილებები ვერ ვნახეთ - ვიზუალური, აშკარა, ტლანქი ხასიათის, რომელიც

ცალსახად მოგვცემდა საშუალებას, გვეთქვა, რომ სიკვდილის მიზეზი ესა და ეს ტრავმაა.

ამიტომ აღებული იქნა საეჭვო უბნებიდან - თავის ტვინიდან, ფილტვებიდან, ღვიძლიდან

და ა.შ.

 

დეტალურად დავათვალიერეთ სხეული, ცხვირ-პირის მიდამოებზე გარდაცვლილს ჰქონდა

თეთრი ქაფნარევი სითხე, შეშუპება და ციანოზი სახის, რაც ვიზუალურად მიუთითებდა

ფილტვის მწვავე უკმარისობაზე. ამავდროულად ვნახეთ ინექციაზე საეჭვო უბნები ორივე

საზარდულის მიდამოებში. ამავე დროს, ინექციის კვალი აღენიშნებოდა დუნდულოს

პროექციაზე, ეს უკვე სამედიცინო ჩარევის შედეგია. საავადმყოფოში უკეთდებოდა მას

ტკივილგამაყუჩებელი „მორფინი“. ის ორი უბანი, რომელიც საზარდულის მიდამოებშია

აღებული, მიგვაჩნია, რომ საეჭვო იყო ინექციებზე, შესაბამისად ამ ორივე უბნის ამოჭრა და

გაგზავნა მოხდა გამოკვლევებზე.

 

თუ დადასტურდება საბოლოოდ, რომ ეს არის ინექციის შედეგი, მაშინ განისაზღვრება ამ

ინექციის ირგვლივ, ქსოვილებში არის თუ არა რაიმე ნივთიერება, რა სახისაა და რა

ხანდაზმულობისაა ინექციაზე ეს საეჭვო უბანი“, - განაცხადა ექსპერტმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner