logo_geo
eng_logo
ქართველი „კავეენშიკები“ შინ ჯილდოთი ბრუნდებიან!
- +

21 ივლისი. 2016. 03:48



16 ივლისს ქალაქ სვეტლოგორსკში  „კავეენის" ტრადიციული ყოველწლიური საერთაშორისო მუსიკალურ-იუმორისტული კონკურსი „გოლოსიაში კივინ" გაიმართა.


სასიხარულოა, რომ ქართველმა „კავეენშიკებმა" თავი გამოიჩინეს და შინ დაჯილდოებული ბრუნდებიან. კერძოდ, საქართველოს „კავეენის" ნაკრებმა ე.წ. „საპრეზიდენტო კივინი" დაიმსახურა.


ამ ჯილდოს პირადი სიმპათიით გადასცემს ხოლმე გამორჩეულ გუნდს თავად „ამიკ"-ის პრეზიდენტი ალექსანდრე მასლიაკოვი. წელს პრეზიდენტის სიმპათია სწორედ ქართულმა გუნდმა დაიმსახურა და ძალიან გაახარა გულშემატკივრები.


„საპრეზიდენტო" ჯილდო ახალშექმნილი ქართული ნაკრებისთვის სერიოზული წარმატებაა, მით უფრო იმ ფონზე, რომ წლევანდელ „გოლოსიაში კივინზე" სულ 27 გუნდი მონაწილეობდა სხვადასხვა ქვეყნიდან და მხოლოდ 7 პრიზი თამაშდებოდა. ქართულმა გუნდმა შეძლო ამ შვიდიდან ერთ-ერთ გამორჩეულ ჯილოდს დაუფლებოდა.


ვულოცავთ ამ დიდ მიღწევას ქართულ გუნდს და ვუსურვებთ კიდევ მრავალ წარმატებას ქართველ „კავეენშიკებს".

აქვე შეგახსენებთ, რომ ამ გუნდისთვის ეს უკვე მეორე სერიოზული საერთაშორისო ჯილდოა.  გუნდი 2014 წელს „კავეენის" პრემიერ-ლიგის ჩემპიონი გახდა. ასეთი ტიტული  „კავეენში" ჯერ არც ერთ სხვა ქართულ გუნდს არ მოუგია.


საქართველოს კავეენის ნაკრები გაწეული დახმარებისთვის დიდ მადლობას უხდის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და განათლების, კულტურისა და სპორტის საქალაქო სამსახურის უფროსს, ბატონ ირაკლი გვილავას.


ამ გუნდისთვის ეს უკვე მეორე სერიოზული საერთაშორისო ჯილდოა.  გუნდი 2014 წელს „კავეენის" პრემიერ-ლიგის ჩემპიონი გახდა. ასეთი ტიტული  „კავეენში" ჯერ არც ერთ სხვა ქართულ გუნდს არ მოუგია.


საქართველოს კავეენის ნაკრები გაწეული დახმარებისთვის დიდ მადლობას უხდის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და განათლების, კულტურისა და სპორტის საქალაქო სამსახურის უფროსს, ბატონ ირაკლი გვილავას.


ჟიურის წევრს, სიმიონ სლეპაკოვს ძალიან მოეწონა ქართველების გამოსვლა და აღნიშნა კიდეც.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner